20:48 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სალომე ზურაბიშვილი -„challenge“-ზე გიწვევთ!

სალომე ზურაბიშვილი -„challenge“-ზე გიწვევთ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას „challenge“-ზე იწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ თავად დაწერა. ე.წ. „challenge“- ის ისნპირაციის წყარო კი ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გახდა.

პოსტის ავტორი თამარ ტაბიძე იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს პროტესტს, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხელფასს იღებენ და მთავრობის მიერ კომუნალური გადასსახადების დაფარვას ელოდებიან.

სწორედ აღნიშნული პოსტი გახდა პრეზიდენტის ახალი გამოწვევის მიზეზი.

ახლა ყველამ მომისმინოს, ვინც მუშაობს საბიუჯეტო სექტორში ან რომელიმე ისეთ ორგანიზაციაში, სადაც ხელფასს იღებს, ასევე ყველა…

Gepostet von Tamar Tabidze am Mittwoch, 1. April 2020

 

„პრაიმტაიმი“ პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო აუცილებელი და გადაუდებელი, სანამ მანამ მოასწრებდნენ სახელმწიფო უწყებები იმ ადამიანების სიების დადგენას, ვისაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდება,ვისაც სხვა საარსებო შემოსავალი ა(ღა)რ გააჩნია … სანამ მომზადდება დამატებით ზომების ნუსხა და დაზუსტებული სიები, ასეთი პირველადი და საყოველთაო დახმარება სწორი ნაბიჯი იყო.

 

თუმცა ჩვენ მოქალაქეობრივი შეგნებასა და სინდისზეა დამოკიდებული, რომ ის რაც „ უსამართლოდ“ მიგვაჩნია, ჩვენვე მარტივად გამოვასწოროთ და სამთვიანი შეღავათის თანხა უკან დავაბრუნოთ, ჩავრიცხოთ COVED-ის ფონდში, რათა მოხმარდეს იმათ ვისაც ყველაზე უფრო სჭირდება დღეს
ასევე შეგვიძლია პირდაპირ ჩვენი ხელფასის 10 ან 20 % პირდაპირ გადავრიცხოთ.
მე ასე ვაპირებ…. „challenge“-ზე გიწვევთ!

 

ეს იქნება ეროვნული სოლიდარობის ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვჭირდება მომავალ თვეებში, რომ ერთად დავძლიოთ ვირუსიც და კრიზისიც.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები