23:21 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

სალომე სამადაშვილი, შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ?! – რას პასუხობს ამ კითხვაზე გია ბარამიძე

სალომე სამადაშვილი, შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ?! – რას პასუხობს ამ კითხვაზე გია ბარამიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილი დღეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიას გაემიჯნა.

 

“მიმაჩნია, რომ გაემიჯნა პარტიას. პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ და მან დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია,”- აღნიშნა “ღამის კურიერში” გია ბარამიძემ.

 

კითხვაზე – შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ სალომე სამადაშვილის პოზიციას იზიარებენ რომან გოცირიძე და თინა ბოკუჩავა, ბარამიძე ამბობს:

 

“ამას თვითონ დააფიქსირებს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც არჩევნების გაყალბების მიუხედავად დღეს იურიდიულად ითვლება პარლამენტის წევრად, მაგრამ მათ უარი აქვთ ნათქვამი პარლამენტის წევრობაზე,” – განაცხადა ბარამიძემ.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

 

“საქართველო დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X