13:53 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

საკურთხევლიდან პოლიტარენაზე – მიდის თუ არა მეუფე პეტრე პოლიტიკაში?!

საკურთხევლიდან პოლიტარენაზე – მიდის თუ არა მეუფე პეტრე პოლიტიკაში?!

წმინდა სინოდის მიერ ეკლესიიდან შესაძლო განკვეთის შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს.

 

როგორც მეუფემ „პრაიმტაიმთან- თან განაცხადა, მისი მისამართით პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციას საპატრიარქო და სპეცსამსახურები ავრცელებენ.

 

პატრიარქს სჯერა, რომ მეუფე დიმიტრი კლავდა - მეუფე პეტრე
2020-06-01პატრიარქს სჯერა, რომ მეუფე დიმიტრი კლავდა - მეუფე პეტრე

 

„ეს ინფორმაცია საპატრიარქოსა და სპეცსამსახურების მხრიდან ჩემს მიმართ არის გაჟღერებული, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. პოლიტიკაში წავალ თუ არა? – რა თქმა უნდა, არა.

 

ვფიქრობ, ორივე არის დაინტერესებული ამ დეზინფორმაციის გავრცელებით. ჩემთვის პოლიტიკა არის მხოლოდ უსამართლობის, უზნეობის, უწმინდურობის, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა მეუფემ.

 

კითხვაზე, რაში აწყობს საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებს მისი პოლიტიკაში „გარევა“- მეუფე პეტრე გვპასუხობს – „ეს მათ უნდა კითხოთ“.

 

ინფორმაციისთვის, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს, ამის შესახებ ბოდბელა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X