11:57 | 2020-06-08 ავტორი: ლიზი მეტრეველი

საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი დაჭრა

საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი დაჭრა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 2 ძმა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

 

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა საკრებულოში, „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭინჭარაულმა, თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში რელიგიური დღესასწაული აღნიშნეს, რის შემდეგაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მხარეები, ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.

 

მოგვიანებით, ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს სასტიკად გაუსწორდა.

 

დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ- მკერდის არეში აქვთ მიყენებული.

 

თავდაპირველად, დაჭრილები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე კი, მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

 

საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +