12:43 | 2020-06-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საკონსტიტუციო ცვლილება იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად მოითხოვეს – გია ხუხაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილება იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად მოითხოვეს – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება.

 

„ეს შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა.

 

ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს.

 

თბილისში ახალგაზრდას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს – დაკავებულია 24 წლის ბიჭი
2020-06-30თბილისში ახალგაზრდას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს – დაკავებულია 24 წლის ბიჭი

 

საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით.

 

იმ მომავლის, რომელიც მათია და არა მომღიმარი, თუ კოპებშეყრილი პოლიტიკური ელიტის, რომელსაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა…“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X