13:05 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

საკონდიტრო მაღაზია „დონა“ განცხადებას ავრცელებს

საკონდიტრო მაღაზია „დონა“ განცხადებას ავრცელებს

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია „დონა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ყველა ინფიცირებულთან მყოფი პირი კარანტინშია გადაყვანილი.

 

„ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- წერს საკონდიტრო სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 სწორედ საკონდიტროს ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება.

 

ძვირფასო მომხმარებლებო,კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და…

Posted by Dona Bakeshop & Cafe on ოთხშაბათი, 02 სექტემბერი, 2020

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები