fbpx
15:16 | 2020-09-28 ავტორი: თამთა თორდია

საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო დონა 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს.

 

„5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საკონდიტრო დონამ მას შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, რაც სექტემბერში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები აჭარაში გაიზარდა, ხოლო მათი დიდი ნაწილი დონას თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გამოვლინდა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X