19:56 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ფარული ჩანაწერები – გოგაშვილი

საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ფარული ჩანაწერები – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება ჩანაწერებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა.

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ ხსენებულ თანამდებობაზე ყოფნისას დარწმუნდა, რომ სისტემაში “ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს”.

 

გოგაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად მის ინტერესებშია.

ვინ არის ვერაზე დაჭრილი მამაკაცი, რომლის მისამართითაც 9-ჯერ გაისროლეს
2021-09-15ვინ არის ვერაზე დაჭრილი მამაკაცი, რომლის მისამართითაც 9-ჯერ გაისროლეს

 

“მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ.

 

ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია. თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.

 

მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან“. – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!