09:36 | 2021-06-08 ავტორი: Prime Time

საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება – სინოპტიკოსები ვრცელ პროგნოზს ავრცელებენ

საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება – სინოპტიკოსები ვრცელ პროგნოზს ავრცელებენ

2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სპეციალისტები, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ.

 

ნახეთ ვიდეოΙ  VIDEO: ისე ცუდად ვარ, ვკანკალებ… იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი… – სალომე გოგიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

 

“ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე – ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

 

რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: „სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება – რამ აუცრემლიანა თვალები კახა კალაძეს კამერების წინ

 

ავტორი: Prime Time


X