14:23 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

„საკმაოდ საშიში მოვლენაა“ – როგორ აისახება საქართველოზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ამას დემურ გიორხელიძე აფასებს

„საკმაოდ საშიში მოვლენაა“ – როგორ აისახება საქართველოზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ამას დემურ გიორხელიძე აფასებს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8-ჯერ დაარღვიეს. მეზობელ ქვეყანაში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ უკრაინა ოკუპანტ რუსეთთან ომისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ რუსეთმა ყირიმში სწორედ, იმ არმიის ნაწილები გადაისროლა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. 2014 წელს კი იმავე, 58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომში მიიღო მონაწილეობა.

 

ვინ მოხვდა იმ სიაში, რომელსაც პუტინის „ახალი მკვლელობების სიას“ უწოდებენ
2021-04-16ვინ მოხვდა იმ სიაში, რომელსაც პუტინის „ახალი მკვლელობების სიას“ უწოდებენ

 

უკრაინაში განვითარებული პროცესებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკის ქსპერტი დემურ გიორხელიძე აფასებს, მისი თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები „საშიში მოვლენაა“.

 

„ის, რაც უკრაინაში ხდება, საკმაოდ საშიში მოვლენაა და ისეთ არამყარ ქვეყნებში, როგორიც უკრაინაა და საქართველო ამგვარი ტიპის საფრთხეები ყოველთვის არსებობს, რაც სამწუხაროა.

 

უკრაინაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესების ფონზე, ცხადია პრობლემა იქნება უკრაინასთან კომუნიკაცია და უერთიერთობა, ვგულისხმობ იმას, რომ სტატისტიკის თანახმად, რუსეთი საქართველოსთვის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია, რაც საქართველოს უბიძგებს იმისკენ, რომ გარკვეული პოზიციები დათმოს. სადაც რუსეთია, იქ საქართველოსთვის კარგი არაფერი ხდება, რაც არის პრობლემა.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენებს, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება, რადგან საქართველოს ეკონომიკას ყველაფერი აქვს თავის თავზე გამოცდილი.

 

უკრაინა დიდი ომის მოლოდინში - ზელენსკის ამბიციური განაცხადი დაუმორჩილებელი რუსეთის მისამართით
2021-04-15უკრაინა დიდი ომის მოლოდინში - ზელენსკის ამბიციური განაცხადი დაუმორჩილებელი რუსეთის მისამართით

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მწირეა, უსაშველოდ განუვითარებული და სრულად დეინდუსტრიალიზებული. მთელი საქართველოს ეკონომიკა, ეს არის ამერიკული ერთის საშუალო ფირმის წლიური შემოსავალი.

 

იმ მასშტაბების ქვეყანაში, რომელსაც ყველა ქარტეხილი დაატყდა და ყველა ქარტეხილი  აუტეხა საკუთარ თავს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები დიდ ზიანს ვერ მოუტანს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ბუნებრივია გავლენა ექნება“,- განაცხადა გიორხელიძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე პროცესები დაგმო საქართველოს ხელისუფლებამ და მეზობელ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ავტორი: Prime Time


X