00:40 | 2020-08-12 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ… ძალიან ბევრი პერსონა შეიძლება გამოჩნდეს – ბაჩალიაშვილის ადვოკატი შსს-ს დატოვების შემდეგ

საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ… ძალიან ბევრი პერსონა შეიძლება გამოჩნდეს – ბაჩალიაშვილის ადვოკატი შსს-ს დატოვების შემდეგ

ძალიან ბევრ ადამიანი და ძალიან ბევრი პერსონა შეიძლება გამოჩნდეს, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შსს-ს დატოვების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის მეილი გახსნა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო.

 

თამარ ბაჩალიაშვილის დედას, შსს-ში სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა
2020-08-11თამარ ბაჩალიაშვილის დედას, შსს-ში სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა

 

„გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები პირდაპირ, შემიძლია ვთქვა, რომ წაშლილი დაგვხვდა.

 

მოვითხოვეთ, დადგინდეს, ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა. იყო ის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დადგინდეს, იმ პერიოდში ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია.

 

წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვის და საერთო საქმისთვის საინტერესოა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

ძალიან ბევრი მომენტია, რომელზეც 5 საათი მიმდინარეობდა მუშაობა, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ მაინც მივდივართ იმ პოზიციამდე, რომ არ შეიძლება მხოლოდდამხოლოდ ერთ ვერსიაზე ვმუშაობდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი და პერსონა შეიძლება გამოჩნდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შინაგან საქმეტა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბაჩალიაშვილის მეილთან დაკავშირებით დაიბარეს.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე


X