21:24 | 2020-03-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სახლში დავბრუნდი… ახლა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო – გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი

სახლში დავბრუნდი… ახლა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო – გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა საავადმყოფო რამდენიმე საათის წინ დატოვა. 55 წლის პაციენტი N1 რომელიც ირანიდან შემოვიდა და კორონავირუსი დაუდგინდა, ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში უნდა იყოს.

 

„გამარჯობა. თავს კარგად ვგრძნობ. სახლში რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი. ახლა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო რამდენიმე დღე. მე არანაირი სიმპტომები არ მქონია.“- აცხადებს პაციენტი.

 

შეგახსენებთ, 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X