00:26 | 2021-03-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სახლიდან გაუჩინარებული 13 წლის გოგო პოლიციამ ცოტა ხნის წინ იპოვა

სახლიდან გაუჩინარებული 13 წლის გოგო პოლიციამ ცოტა ხნის წინ იპოვა

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ თბილისში, 5 მარტს, დილის, დაახლოებით 5 საათზე, სახლიდან 13 წლის გოგო გაიპარა. არასრულწლოვანი სრულწლოვან მეგობართან ერთად გაურკვეველ ადგილას წავიდა. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, გოგონების ვინაობას არ ვაკონკრეტებთ.

 

შემთხვევა თბილისში, გამთენიისას მოხდა.

 

“პრაიმტაიმს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ სრულწლოვანს კანონთან პრობლემები ჰქონდა და ის პრობაციონერი იყო. ოჯახი არასრულწლოვანს მკაცრად აკონტროლებდა, თუმცა გოგონა მაინც გაიპარა. დედას ეშინოდა, რომ მის 13 წლის ქალიშვილს სრულწლოვანი გოგო რაიმეს დაუშავებდა, ამიტომ ამ ისტორიის გასაჯაროებას თავს არიდებდა.” – ამბობს წყარო.

 

“პრაიმტაიმი” არასრულწლოვნის დედას დაუკავშირდა, რომელმაც საუბარი ვერ შეძლო. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად გოგონები ბათუმში იპოვა. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ამ წუთებში ის სამართალდამცველებს თბილისში მოჰყავთ.

 

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დავუკავშირდით. უწყებაში გვიდასტურებენ, რომ არასრულწლოვნის ადგილ-სამყოფელის დადგენა ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად მოხდა და მოზარდი ოჯახის წევრებთან ერთადაა.

 

 

თბილისში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ, რომელიც დილის 5 საათზე სახლიდან გაიპარა

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X