fbpx
00:35 | 2020-08-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სახლიდან გასვლის დროს მუქი, გარდაცვლილს კი თეთრი ფერის ზედა ეცვა – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

სახლიდან გასვლის დროს მუქი, გარდაცვლილს კი თეთრი ფერის ზედა ეცვა – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი იკვეთება.

 

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ როგორც მეზობელმა უთხრა, მის შვილს სახლიდან გასვლის დროს შავი ფერის ზედა ეცვა.

 

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს ეცვა თეთრი ფერის ზედა.

 

წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? - დაკავებული არასრულწლოვნის მამა
2020-08-01წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

 

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

 

სოფელ გოლთეთის მკვიდრები, სადაც ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, ასევე მუქი ფერის ზედაზე საუბრობენ.

 

„რა ფერი ეცვა არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეთრი არ იყო“, – აცხადებს ადგილობრივი „პოლიტმეტრის“ ეთერში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X