10:25 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე აქტიურ მუშაობას იწყებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე აქტიურ მუშაობას იწყებს

ხელოვნური ინტელექტისა და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურ სამუშაო პროცესს იწყებს. პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ გახსნა. ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ მიმართულებით  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა – დავით ყარაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისა და ამ კუთხით სახელმწიფოს ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
2020-07-27სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

 

ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიზნობრივ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეროვნულ დონეზე კვლევის ჩატარებას, შესაბამისი ინიციატივების მომზადებასა და აქტივობების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული გამოწვევების საპასუხოდ კოორდინირებულ საქმიანობასა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X