fbpx
13:15 | 2020-06-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები 60%-ით შემცირდა – ნათია თურნავა

სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები 60%-ით შემცირდა – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები 60%-ით შემცირდა.

 

მისივე თქმით, შემცირებულია მივლინებებისა და შესყიდვების ნაწილიც.

 

როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები - ნათია თურნავა
2020-06-09როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები - ნათია თურნავა

 

„სახელფასო ბიუჯეტი 60%-ით არის შემცირებული. ასევე, მივლინებები მწვავე აუცილებლობის გარდა აღარ ფინანსდება.

 

შესყიდვები სხვადასხვა მიმართულებით და გაუმჯობესებები – ამოღებულია ბიუჯეტიდან, რადგან სწორია, როდესაც ქვეყანას უჭირს, ჩვენ საჯარო მოხელეებმა, პირველებმა ვაჩვენოთ ამის მაგალითი“,- აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 

როგორც ცნობილია, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 ლარი იქნება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X