11:31 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

საკარანტინო ზონებში იძულების წესით, კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

საკარანტინო ზონებში იძულების წესით, კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

 

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები