23:27 | 2020-03-27 ავტორი: მარი ჯაფარიძე

საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის მშობლებმა შვილს პოლიციაში უჩივლეს (საბერძნეთი)

საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის მშობლებმა შვილს პოლიციაში უჩივლეს (საბერძნეთი)

ბერძნულმა ტელეკომპანია „ანტენამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის მშობლებმა პოლიციას გამოუძახეს და შვილი 5.000 ევროთი დააჯარიმებინეს. თანაც, ამის შემდეგ შინ აღარ შეუშვეს და ურჩი მოქალაქე კარანტინს ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.

 

„ასე ხდება, როდესაც მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ“, – განაცხადა დიქტორმა.  

 

დღეის მონაცემებით, საბერძნეთში COVID-19 დადასტურებული აქვს 966 ადამიანს, გარდაცვლილია – 28.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X