17:10 | 2020-02-24 ავტორი: Prime Time

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში – ვინ გახდება შოთაძის პირველი მოადგილე

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში – ვინ გახდება შოთაძის პირველი მოადგილე

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძეს წარადგენს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ეს იქნება პირველი სერიოზული საკადრო ცვლილება, რომელსაც შოთაძე განახორციელებს. ბაკურ აბულაძე ამ დრომდე პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ცვლილების თაობაზე უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუმცა ინფორმაციას საკადრო ცვლილებების შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X