18:34 | 2020-05-28 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“საჯდომში დაჭრეს ორსული მეუღლის თვალწინ” – ვინ არიან ბათუმში დაკავებულები და რა აკავშირებს ერთ-ერთი დაკავებულის ძმას ჩეჩენი ბოევიკის საქმესთან

“საჯდომში დაჭრეს ორსული მეუღლის თვალწინ” – ვინ არიან ბათუმში დაკავებულები და რა აკავშირებს ერთ-ერთი დაკავებულის ძმას ჩეჩენი ბოევიკის საქმესთან

ბათუმში გუშინ ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დაკავებული სპორტსმენების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ახლობლებმა, მათი გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს, მათ ქალაქის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს.

 

პოლიციის მოთხოვნებს არდამორჩილების გამო სამართალდამცავებმა 30 პირი დააკავეს, რომელთაგან 28 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პოლიციამ 7 მაისს, აჭარელ ბიზნესმენთან – რომან ჯინჭარაძესთან, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი დაკავებულის რეზო წულუკიძის დას, დარეჯან წულუკიძეს დაუკავშირდა.

 

– ქალბატონო დარეჯან, დეტალურად გვიამბეთ, რატომ მოუვიდა თქვენს ძმას და მის მეგობარს ელდარ ანთაძეს, ბიზნესმენ რომან ჯინჭარაძესთან დაპირისპირება, რის გამოც ისინი დააკავეს?

 

– ჩემი ძმა, ელდარ ანთაძე და ბიზნესმენი ჯინჯარაძე ბათუმში მეზობლები არიან. იქვე აქვს ოფისი ამ ბიზნესმენსაც.

 

 

ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში - ქრონოლოგია
2020-05-27ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში - ქრონოლოგია

 

 

ჩემს ძმას მისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სანამ რეზო ჩავიდა მასთან, ბიზნესმენმა რომან ჯინჭარაძემ დაიწყო ჩხუბი, მანქანის ხმაური მაწუხებსო და მოხდა დაპირისპირება.

 

 

ამ ჩხუბზე გამოვიდა ეზოში ელდარ ანთაძეც. მოგვიანებით, იქვე შერიგდნენ ოფისში და მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი.

 

არ ვიცი რა მოხდა, ორი დღის შემდეგ ელდარს და რეზოს სახლთან დახვდნენ ჯინჭარაძის მომხრეები, დაახლოებით 30 კაცი და დაიწყეს ჩხუბი. ბიჭები, დანით დაჭრეს საჯდომზე.

 

ამ ჩხუბს უყურებდნენ მეზობლები, ჩემი რძალი, რომელიც 6 თვის ორსულია და მისი მცირეწლოვანი შვილი.

 

პატრულიც გამოიძახეს და ყველანი გადაიყვანეს პოლიციაში, დაკითხეს და გაათავისუფლეს, შვიდი დღის შემდეგ კი, ისევ დააკავეს რეზო და ელდარი. ყველაფერი გარკვეული იყო, ორივე მხარე მორიგებული იყო და მათ დაკავებას არავინ ელოდებოდა.

 

– რატომ თვლით, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა თქვენი ძმის და მისი მეგობრის დაკავება?

 

– არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, ან ეს ვინ თქვა, მეც გავიგე ასეთი ინფორმაცია, მაგრამ რაც არ ვიცი და არ მინახავს, ვერაფერს ვიტყვი.

 

 

– რა მიღწევები აქვს თქვენს ძმას და მის მეგობარს სპორტში.

 

– ჩემი ძმა მოჭიდავე იყო, მაგრამ სანამ მიღწევები ექნებოდა ჭიდაობას თავი დაანება. ელდარი კი სპორტსმენი არ არის. ალალი და ჩემი ძმის ერთგული მეგობარია.

 

წესიერი, კეთილი ბიჭები არიან, ორივეს ჰყავს ოჯახი და შვილები.

 

 

რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს
2020-05-27რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს

 

 

– 2013 წელს, ტერორიზმში მხილებულ იუსუფ ლაკევის საქმეზე დაკავებული ფირუზ წულუკიძეც თქვენი ძმაა?

 

– კი, ჩემი ძმაა ფირუზიც. ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში, მესამედ კი იმის გამო, რომ ჩემპიონატზე არ გაეშვათ, ეს ამბავი დააბრალეს და დაიჭირეს, ხელი შეუშალეს მაშინ.

 

აქედან დაიწყო პრობლემები და ისე შეკერეს ეგ საქმე, ჩემი პატარა ძმა ხუთი წლით ჩასვეს ციხეში.

 

გამოვიდა ციხიდან ფირუზი, გააგრძელა წყნარი ცხოვრება და ახლა ეს ამბავი მოხდა, მისი ძმა დაიჭირეს.

 

დღემდე მიუღებელია ჩვენთვის ის ბრალდებები რაც მაშინ წაუყენეს, დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს. ისეთი გამწარებულები და გაბოროტებულები ვართ მთელი ოჯახი არ იცით! რატომ ამოიჩემეს ეს ძმები ვერ ვხვდებით.

 

დიდი მომავალი ჰქონდა და ყველაფერი დაუკარგეს ჩემს პატარა ძმას.

 

 

VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)
2020-05-28VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)

 

 

ფირუზ წულუკიძის საქმე

 

 

2013 წლის 13 სექტემბერს, ღამით, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბათუმში რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი დააკავეს.

 

პოლიციამ აიყვანა ლაკაევის თანმხლები ადგილობრივი მუსლიმები – 20 წლის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი, 44 წლის თემურ ბახუნტარაძე, რომლებიც ლაკაევს მათ ბინაში მალავდნენ.

 

დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ერთი პოლიციელი და გამვლელი დაიჭრა. იუსუფ ლაკაევი, სავარაუდოდ, საქართველოდან სირიაში აპირებდა გადასვლას.

 

წულუკიძესა და ბახუნტარიძეს ბრალად ედებოდათ იარაღის უკანონოდ შენახვა, მიგრანტის უკანონო დახმარება და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.

 

 

ქართველი „ბორჯღალოსანი“ ფრანგული კლუბის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელდა
2020-05-28ქართველი „ბორჯღალოსანი“ ფრანგული კლუბის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელდა

 

ისინი იარაღის შენახვის ნაწილში მოსამართლემ გაამართლა, ლაკაევის მფარველობაში კი – გაამტყუნა.

 

ლაკაევთან დაკავშირებით გამოძიება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მიმდინარეობდა.

 

მოსამართლის განმარტებით, ლაკაევისთვის წაყენებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა და საბოლოოდ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

 

 

პოლიციელზე თავდასხმა გადაკვალიფიცირდა და ლაკაევის ბრალდების მესამე ნაწილი ადამიანის მკვლელობის მცდელობას ეხება.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X