fbpx
14:50 | 2020-12-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასები მცირდება, თუმცა არიან გამონაკლისები – ნახეთ ვის შეუნარჩუნებენ ჯამაგირს 2021 წელს

საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასები მცირდება, თუმცა არიან გამონაკლისები – ნახეთ ვის შეუნარჩუნებენ ჯამაგირს 2021 წელს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მასწავლებლებს, ჯარისკაცეს და პოლიციელებს 2021 წელს ხელფასი არ დააკლდებათ.

 

თუმცა, როგორც მინისტრმა განმარტა ანაზღაურება დააკლდებათ სახელმწიფო მოხელეებს. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

 

„ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.

 

თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X