fbpx
13:36 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“საღამოს კირუნას სიცხემ მისცა…“ – თიკა მახალდიანის ქმრის სკანდალური პოსტი ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ და “ავერსის” კლინიკის პასუხი

“საღამოს კირუნას სიცხემ მისცა…“ – თიკა მახალდიანის ქმრის სკანდალური პოსტი ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ და “ავერსის” კლინიკის პასუხი

მომღერალ თიკა მახალდიანის ქმარი, თემურ პირველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მოგესალმებით ყველას, არ მიყვარს ეს სტატუსები, მაგრამ ხანდახან ისე მომდის ბრაზი რომ იძულებული ვხდები დავწერო.

 

მოკლედ გუშინწინ საღამოს კირუნას, სიცხემ მისცა და ვინაიდან ბათუმიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით, წავედით ბოჭორიშვილის კლინიკაში, ძალიან თბილად მიგვიღეს მადლობა ამისთვის მორიგე ჯგუფს ისეთი  ყურადღება და სიყვარული გამომჟღავნეს, ბავშვი გასინჯეს, ყელის სიწითლე ჰქონდა, შესაბამისად სიცხეც იქედან იყო, მაგრამ ტესტის გაკეთება მაინც გადავწყვიტეთ, ვინაიდან სიცხე იყო დაფიქსირებული თუ ტესტს გაგიკეთებთ 24 საათი აქ უნდა დარჩეთო, გვიანი იყო და დილამდე ანალიზს ვერ გავაგზავნითო, კირას იმ ბოქსირებულ პალატაში დაბმულსაც ვერ გააჩერბს კაცი.

 

ექიმს ვუთხარი თუ საფრთხეს არ წარმოადგენს თვით იზოლაციში ვიქნებითქო, მორიგე ექიმმა განმიმარტა რომ მარტო ბავშვს აქვს სიმპტომი და თქვენ არ გაქვთ დიდი ალბათობით საშიში არ არის, უბრალო გაციება იქნებაო, შეგიძლით სახლში იყოთო და თან განმიმარტა რომ დილით მივსულიყავი „ავერსის“ კლინიკაში სადაც ბათუმიდან ჩამოსულებისთვის არის უფასო ტესტის გაკეთება.

 

რა ვერსიებზე საუბრობენ ზუგდიდში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარზე
2020-09-14რა ვერსიებზე საუბრობენ ზუგდიდში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარზე

 

მოკლედ დილით მივედით მთელი ოჯახი „ავერსის“ კლინიკაში და მოვითხოვეთ ტესტი ანუ მეუბნებიან რომ უფასოა იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი ანუ თუ უკვე დედა მოგ……. სხვა შემთხვევში ფასიანიაო, კარგი არ არის პრობლემა-მეთქი, ოჯახს ეხება რა ფულზეა საუბარი, გაგვიკეთეთ-მეთქი და შეავსეს საბუთები,

 

გაგვიკეთეს ტესტი მე და კირამ გავიკეთეთ, თიკას შეეშინდა იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ცუდი გასაკეთებელია ცხვირხახაში ჩადიან ღრმად და თუ ჩვენი უარყოფითი იქნებოდა თიკასაც თავისთავად, მოკლედ დავიტესტეთ მე და კირა, გადავიხადეთ 300 ლარი ანუ 150 ლარი ერთი ადამინი.

 

სასაცილოა სატირალი რომ არ გვქონდეს. მე კაი უფლის წყალობით მაქვს საშუალება და გადავიხადე, მაგრამ იმ მრავალშვილინმა ოჯახმა რა უნდა ქნას ან იმ გაჭირვებულმა ხალხმა, ვისაც 400 ლარი აქვს ხელფასი და მთელ ოჯახს ინახავს ან მოხუცმა პენსიონერმა, და იქ იმხელა რიგი იყო, ნუ რავიცი, ყველა ოჯახებით იყო თუ ყველას ამდენი საშუალება გაქვთ მაშინ რატო წუწუნებთ და თუ გაჭირვებულები ხართ მაშინ ეს რა მარაზმი ფასია,

 

თან ბავშვსაც იგივე ფასი აქვს და დიდსაც. მოკლედ ბევრი დავწერე მაგრამ თქვენი არასწორი დედა ვატირე, ჯერ იძახით უფასოა მერე ამხელა ფასს უბრახუნებთ და თან როგორც გავიგე შემდეგ „ავერსში“ ყველაზე იაფი ყოფილა ეს ანალიზი, სხვაგან 200 და 250 ღირსო.

 

თქვენი ხმა არ გავიგო როცა  დაიწყებთ წუწუნს გვიჭირს დაგვეხმარეთო,  არცერთ ქვეყანაში ეგრე არ არის, მთელი ოჯახი იტალიაში მყავს და ვიცი იქ რაც ხდება. მე კაი, ჩემს შვილებს და ოჯახს მივხედავ, მაგრამ თუ თქვენ ეს მოგწონთ მაშინ უფრო დიდი ფასი უნდა გახდეს. მოკლედ მადლობა, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ ყველა. P.S. პასუხები უარყოფითია“ – დაწერა თემურ პირველაშვილმა.

 

2020-09-14"ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება - რას ამბობს ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე

 

რატომ გადაახდევინეს ბათუმიდან ახლად დაბრუნებულ მამას და შვილს ტესტის ფასი, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ „ავერსის“ კლინიკას დაუკავშირდა.

 

„მთავრობის მიერ, გაცემული რეკომენდაციით ბათუმიდან დაბრუნებულ ყველა პირს ჩვენს კლინიკაში უფასოდ უტარდებოდა ტესტირება, თუმცა გასულ კვირას მივიღეთ ასეთი რეკომენდაცია, კერძოდ – ტესტირება უფასო არის მათთვის ვინც 20 ადგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა „დონაში“ ან 30-31 აგვისტოს „ოაზისში“.

 

სხვა შემთხვევაში ყველა პირმა უნდა მიმართოს 112-ს და ცხელების ცენტრებში ჩაუტარდებათ უფასო ტესტირება“.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X