16:31 | 2020-08-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საგარეჯოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

საგარეჯოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

გუშინ საღამოს და დღეს დილით ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა, საგარეჯოში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები.

 

გამთენიისას, მეხი დაეცა მაღალი ძაბვის 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც საგარეჯოს რაიონის ნახევარს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

 

ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა
2020-08-22ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, შედეგად საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ლოკალური, მცირე დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოები და იმ შემთხვევაში თუ სადმე, რამდენიმე ერთულ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, უახლოეს პერიოდში მოხდება მათთვის ენერგომომარაგების აღდგენა.

 

კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, ამინდი კვლავ გაუარესდა. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიამ ელექტროქსელის გაუარესება გამოიწვია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ტექნიკური სამსახური მზადაა დროული რეაგირება მოახდინოს.

 

 

(R)

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები