14:59 | 2020-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი – დიმიტრი ხუნდაძე

„საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი“, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ უწყებათაშორისი საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც დაახლებით ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები.

 

„ჩვენ საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი, დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, ზოგადად შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართევლოში და მსოფლიოში.

ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ სამი კვირა, ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა შეკავების გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად და ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც დაახლებით ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, ამას ვეძახი უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას.

 

მე ვფიქრობ კიდევ უფრ მეტი ყურადღება გვამრთებს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მგრამ აქ აუცილებელია მოქალაქეების პასუხისმგებლობა და სოციალური სიმჭიდროვის განტვირთავა, რაც არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, დავრჩეთ სახლებში“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

დატოვე კომენტარი