20:26 | 2020-03-28 ავტორი: მარი ჯაფარიძე

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის რუსთავში სილამაზის სალონის მფლობელი დააჯარიმეს

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის რუსთავში სილამაზის სალონის მფლობელი დააჯარიმეს

ამ წუთებში, რუსთავში, თოდრიას ქუჩეზე მდებარე ერთ-ერთ სალონში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის მეპატრონე 3 ათასი ლარით დააჯარიმეს.

 

„სალონის თანამშრომელი გოგონები იყვნენ შიგნით, მე მგონი კლიენტი არ ჰყავდათ. პოლიციელები მოვიდნენ და დააჯარიმეს“, – თქვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თვითმხილველმა.

 

„ხომ ხედავთ, ფანჯრებზე აკრული აქვთ რაღაცები, რომ შიგნიდან სინათლე არ გამოვიდეს. აქვე ვცხოვრობ და ვხედავ ხოლმე, რომ ხანდახან მოდიან თანამშრომლები, შეიყვანენ კლიენტს და სავარაუდოდ, ემსახურებიან. დღესაც შუქი გამოდიოდა საღამოს და ახლახან გამოვიარე და ვნახე, რომ აურზაური იყო და როგორც შევიტყე, დააჯარიმეს სალონი 3 ათასი ლარით. არა და რა ქნან? ორ „კაპიკს“ აკეთებენ, შიმშილით ხომ არ დაიხოცებიან? – გვითხრა შუა ხნის ქალბატონმა, რომელიც ასევე ფაქტის თვითმხილველი გახლდათ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X