23:51 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს… მაქსიმუმ 1 თვით! – თენგიზ ცერცვაძე

საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს… მაქსიმუმ 1 თვით! – თენგიზ ცერცვაძე

„ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული პერიოდით უნდა გაგრძელდეს, შესაძლოა 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

 

„მთავარი იქნება მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს.

 

მე პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება საგანგებო პერიოდი.

 

ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს.

 

ჩვენ ვალდებული ვართ არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, რაც მოვახერხეთ კიდეც, არამედ აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა, იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყნის ეკონომიკა.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ ეპიდემია, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად ფეხზე დადგომა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები