00:50 | 2020-04-03 ავტორი: თამთა თორდია

საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, ბევრნი ვართ – მეუფე გერასიმე

საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, ბევრნი ვართ – მეუფე გერასიმე

საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნი ვართ, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქვით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებს ისე ჩატარდება როგორც წესია.

 

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის, როგორი ლოცვა-კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქის.

 

მე მგონი იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია.

 

ჩვენ, საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

როგორც მეუფემ აღნიშნა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისფლებასთანაც იქნება.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X