fbpx
15:08 | 2020-05-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის 00:00 საათამდე იმოქმედებს

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის 00:00 საათამდე იმოქმედებს

საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო.

 

მთავრობის,ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

 

კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ
2020-05-21კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ

 

„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ 22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

 

ეს გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს.

 

 

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მოიხსნება“,-  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური


X