fbpx
17:21 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

მივმართავთ პრეზიდენტს უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება გაგრძელდეს 10 მაისამდე – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ, იმისთვის რომ კორონავირუსის გეოგრაფიული გავრცელებისა და გავრცელების სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვესმის, ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, ჩვენი ყოველდღიურობისა და ასევე, შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ.” – განაცხადა გახარიამ.

 

ასევე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხვალ 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X