fbpx
21:28 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! – პოლიციამ საკალმახე „ვილა ალგეთი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა

საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! – პოლიციამ საკალმახე „ვილა ალგეთი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა

ადგილზე, სადაც სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, საგამოძიებო უწყებების წარმოამდგენლებმა ყვითელი ლენტი გაავლეს.

 

საკალმახე „ვილა ალგეთში“ პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატიც იმყოფებოდნენ. თეონა თამაზაშვილი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს:

 

2020-09-14"წერილში რატომ ვყავარ მოხსენიებული, არ ვიცი" - რას ამბობს გოგონა, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს აბულინგებდა

 

„კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის. მე არ ვამტკიცებ, რომ იქ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა, მაგრამ არც გამოვრიცხავ – კავშირშია ამ ყველაფერთან.

 

საკალმახეში იყო გადაკრული ლოგინი, რატომ არ უნდა აალაგო 4 წლის მანძილზე, როცა არ ფუნქციონირებს. იყო ნაცარი და დამწვარი შეშა. როგორი მსხვილი ბუზებიც იყვნენ ჩემი შვილის მანქანაში, იქაც ისეთივეები დაფრინავდნენ“, – ამბობს თამაზაშვილი.

 

ოჯახის ინფორმაციითვე, საკალმახის ტერიტორიას „შავი ყვავის“ სახელით იხსენიებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X