15:44 | 2021-09-25 ავტორი:

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა – ვოლსკი ცაგერის ინციდენტზე

“ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს”,-  ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

მისი თქმით,ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა.

 

“აღარ ავხსნი რატომ. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს – საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან!

 

და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი – იქნებ მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი. ამასთანავე აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ორი ინტერესის ჯგუფი გაერთიანდა – დესტაბილიზაციის მსურვილთა, რათა შეჩერდეს დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი პოზიციების გაძლიერების პროცესი და სულაც, უკან იწყოს სვლა. მეორე – კონკრეტული პოლიტიკური ძალის, რათა არჩევნებში გამარჯვების უპერსპექტივობას ქვეყანაში დესტაბილიზაციით უშველონ რამე”,- წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ცაგერში პარტია “საქართველოსთვის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მანქანა ჩაცხრილეს.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!