10:07 | 2020-03-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საფრანგეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურება

საფრანგეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურება

ახალი კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, საფრანგეთი კოროვირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ სოციალურ დისტანციას გაზრდის.

 

მისივე თქმით, ღია იქნება რელიგიური ორგანიზაციები. თუმცა ცერემონიალები და შეკრებები გადაიდება.

 

„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც უყვარს შეკრებები. ხალხი, რომელსაც ერთად ცხოვრება უყვარს … შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი, როდესაც შიში ვრცელდება,“ – განაცხადა პრემიერმა.

 

შეგახსენებთ, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 79-ს შეადგენს.

 

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოქალაქეებს მიმართავს
2020-03-15საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოქალაქეებს მიმართავს
ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები