
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 2500-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ ჩატარებულ წვეულებას ესწრებოდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო მკაცრი რეგულაციები, შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათიც კი დააწესა, 31 დეკემბერს, საფრანგეთის ერთ-ერთ კომუნა – ლიურონში, ასობით მანქანამ ე.წ. რეივისთვის, მაინც მოიყარა თავი.
წყაროს მიხედვით, პოლიციამ წვეულების დაშლა სცადა, თუმცა მონაწილეებმა სამართალდამცავებს ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწიეს.
„პოლიციის ერთი მანქანა ცეცხლწაკიდბული იყო, დანარჩენი სამი დაზიანებული. თანამშრომლებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, გამოიწვიეს მსუბუქი დაზიანებები“ – ნათქვამია ადგილობრივი უფლებამოსილების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2500 ადამიანი საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან და საზღვარგარეთიდან იყვნენ შეკრებილნი.
ამ დროისთვის, ბრალმდებლის ოფისმა მომხდარის შესახებ გამოძიება, უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კომენდანტის საათი ძალაში 15 დეკემბრიდან შევიდა.