16:53 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

საფრანგეთსა და თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საფრანგეთსა და თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ქალაქ უხანიდან ევაკუირებულია საქართველოს 5 მოქალაქე, მათ შორის 2 საფრანგეთში, ხოლო 3 თურქეთშია. ისინი 14 დღის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

 

„გუშინ დამატებით განხორციელდა საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უჰანიდან საფრანგეთში. ისინი დღეისათვის იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას. პირველადი მონაცემებით, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სიმპტომი არ გამოვლენილა“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

მისი თქმით, თურქეთში ევაკუირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი 3 მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ ასევე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი. ჩვენი საელჩოები, საფრანგეთსა და თურქეთში აგრძელებენ შესაბამის მონიტორინგს და ინფორმაციას საზოგადოებას მათი მდგომარეობის შესახებ მივაწვდით მიმდინარე რეჟიმში,“ – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.საფრანგეთსა და თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

 

ქალაქ უხანიდან ევაკუირებულია საქართველოს 5 მოქალაქე, მათ შორის 2 საფრანგეთში, ხოლო 3 თურქეთშია. ისინი 14 დღის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

 

„გუშინ დამატებით განხორციელდა საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უჰანიდან საფრანგეთში. ისინი დღეისათვის იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას. პირველადი მონაცემებით, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სიმპტომი არ გამოვლენილა“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

მისი თქმით, თურქეთში ევაკუირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი 3 მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ ასევე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი. ჩვენი საელჩოები, საფრანგეთსა და თურქეთში აგრძელებენ შესაბამის მონიტორინგს და ინფორმაციას საზოგადოებას მათი მდგომარეობის შესახებ მივაწვდით მიმდინარე რეჟიმში,“ – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X