fbpx
16:33 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი – ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში, Covid – 19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე თავისი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. სწორედ, მან გარდაქმნა საფრანგეთის კანონმდებლობა და გაატარა ისეთი კანონები, რითიც აბორტი და კონტრაცეფცია უფრო მარტივი გახადა.

 

 

საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი პრეზიდენტობით საფრანგეთი რადიკალურად შეიცვალა. ჟისკარ-დ’ესტენის მიმართულება და გეზი ჯერ კიდევ მიუძღვის ქვეყანას.

 

„ქვეყნის მოსამსახურე, თავისუფლებისა და პროგრესის მსურველი პოლიტიკოსი. მისი გარდაცვალების გამო, საფრანგეთი დიდ გლოვაშია ჩავარდნილი“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

საინტერესოა, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. ასევე, 1952 წლიდან, საფრანეთის სახელმწიფო დაწესებულებებში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას ფლობდა. 1962-9-1966-ში და 1969-1974 წლებში,  საფრანგეთში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოზიციაზეც იდგა.

 

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი საფრანგეთის მეოცე პრეზიდენტი იყო. იგი 1974-1981 წლებში ასრულებდა თავის საპრეზიდენტო მოვალეობას.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X