fbpx
17:22 | 2020-12-31 ავტორი: ამუკა ქორიძე

საფრანგეთი 100 000 პოლიციელს ახალი წლის წინა ღამეს საპატრულოდ უშვებს

საფრანგეთი 100 000 პოლიციელს ახალი წლის წინა ღამეს საპატრულოდ უშვებს

ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, საფრანგეთიც ახალი წლისთვის სადღესასწაულო ცერემონიებს ამსუბუქებს.

 

სახელმწიფო ახალი წლის წინა ღამისთვის, შეკრებების არდასაშვებად და კომენდანტის საათისათვის, 100 000 პოლიციელს ხალხის საპატრულოდ ამზადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

საფრანგეთს 2.6 მილიონი ოფიციალურად დადასტურებული კოვიდინფიცირებულთა შემთხვევა აქვს აღრიცხული. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, ეს მონაცემი მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 193 045 ადამიანი. ამ დროისთვის კი, გარდაცვილია – 64 381.

 

Paris metro

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის – ჯერალდ დარმანინის მოთხოვნით, დღეს, პარიზში, მეტროს ხაზების ნახევარი საღამოსათვის დაიკეტება.

 

მიუხედავად ვირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევებისა და საფრანგეთში Covid – 19-ის ახალი შტამის გავრცელების, მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში „ლოქდაუნის“ საჭიროება არ არსებობს.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ მთელი იანვრის განმავლობაში, ბარ-რესტორნები და კულტურული დაწესებულებები დაკეტილი დარჩება.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X