22:54 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

საფლავში პოლიეთილენის პარკი დამხვდა, რომელშიც ინდაურისა და ქათმის ფეხები იყო შეხვეული – შემზარავი ამბავი, რომელიც წლების წინ ნახალოვკაში მოხდა

საფლავში პოლიეთილენის პარკი დამხვდა, რომელშიც ინდაურისა და ქათმის ფეხები იყო შეხვეული – შემზარავი ამბავი, რომელიც წლების წინ ნახალოვკაში მოხდა

85 წლის კაცი 23 წლის წინ მომხდარ შემზარავ ამბავს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს.

 

ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ - გიორგი ფხაკაძე
2021-09-16ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ - გიორგი ფხაკაძე

 

კაცი შვილიშვილს ეძებს. ბატონი გივი, რომელსაც თავისი გვარის თქმა არ სურს, ამბობს, რომ 23 წელია საშინელი ამბავი გულს უტეხს.

 

„ჩემი შვილიშვილი ბიჭი დაიბადა, 1998 წლის 10 დეკემბერს ნახალოვკაში. ბავშვი იყო შავგრემანი, ჯანმრთელი, მაგრამ მეორე დღეს გვითხრეს, რომ  გარდაიცვალა.

 

მე დავამზადებინე პატარა ჩასასვენებელი და 12 დეკემბერს მივედი სამშობიაროში, რომ ბავშვის ცხედარი წამომეღო. იქ წინააღმდეგობა გამიწიეს, არ მატანდნენ. მე დიდი ამბები ავტეხე. როდესაც შეატყვეს, რომ არ წავიდოდი, მითხრეს, წავსულიყავი და ზეწარი მომეტანა.

 

ზეწარი როცა მოვიტანე, მანქანა უკანა კართან მიმაყენებინეს და ჩქარ-ჩქარა გამომიყვანეს ბავშვი. მე ზეწარი არ გამიხსნია. დავკრძალეთ ბავშვი და შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა სასაფლაოზე უნდა გადამესვენებინა.

 

ცხედარი როდესაც ამოთხარეს, მხოლოდ შავი ცელოფანი დამხვდა, რომელშიც რაღაც იყო გადახვეული. გავხსენი და ხელში ინდაურისა და ქათმის ფეხები შემრჩა. გავნადგურდი. ჩემი შვილიშვილის ნაცვლად ქათმის ფეხები დამაკრძალინეს“,- ამბობს „სარკესთან“ გივი.

 

მისი თქმით, დედას შვილი არც მოუკითხავს, ისე წავიდა თავის სახლში.

 

„ვიცი, ვის მიაშვილეს. მათ ოჯახს კარგად ვიცნობ. ბავშვი ზუსტად იმ დროს იშვილეს, როდესაც  ჩემი შვილიშვილი „გარდაიცვალა“. მაშინ თანამდებობის პირი იყო ის კაცი. ახლა ისეთი მდიდრები არიან. ამას წინათ ერთს ვთხოვე, აღმიწერე ის ბავშვი ახალა როგორია-მეთქი  და ზუსტად ჩემს შვილს ჰგავს“, – ყვება კაცი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!