22:09 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 8 მარტის შეთანხმებაზე – პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ!

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 8 მარტის შეთანხმებაზე – პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ!

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტს, წინ უძღოდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება.

 


შეთანხმების ერთი ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულების გავლენებისგან დაცვას ეხებოდა, რაც ოპოზიციისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინაპირობა იყო, ხოლო მმართველი გუნდი ამ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა.

 

8 მარტის შეთანხმების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება შეთანხმების შესრულების საკითხზე.

 

კიდევ ერთხელ ვნახოთ რას აცხადებდნენ დიპლომატები და საერთაშორისო პარტნიორები:

 

თავდაპირველად, ირაკლი ოქრუაშვილის სასჯელს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

 

 

 

 

8 მარტს დადებული შეთანხმების შეუსრულებლობას ადამ კიზინგერი შემაშფოთებლად აფასებდა.

იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება, არ არის დემოკრატია

– აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი

 

 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებდა, რომ ეჭქვეშ დგებოდა შეთანხმება.

სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები არ ყოფილა სათანადოდ პასუხგაცემული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას

– ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

 

 

 

კუბილიუსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 500 მილიონი ევროს საკითხიც.

მე გავაკეთე განცხადება, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ამ პანდემიის დროს. ეს დახმარება არ არის არც მთავრობისთვის და არც პოლიტიკოსებითვის, ეს დახმარება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამ დახმარებას გარკვეული პირობები აქვს – სხვადასხვა რეფორმებზე, დემოკრატიის განვითრებასა და კანონის უზენაესობაზე. ასე, რომ ეს შეთანხმება დადადებითად შეფასდება საერთაშორისო განვითრების მიერ. თუ ის არ შესრულდა ბევრი კითხვა გაჩნდება და საერთაშორისო ნდობა შეიძლება დაზიანდეს

 

 

8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში

ველი, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტში მიღწეული შეთანხმების პირობებს, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით”

 

 

მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებს თხოვნით მიმართა, რათა დაედასტურებინათ რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ პირობა არ დაუდია, აშშ-ის საელჩომ და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს

 

 

პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობდა ევროპარლამენტში პოლონეთის დელეგაციის წევრი, ანდჟეი ჰალიცკიც.

საქართველოს მეგობრები მივესალმებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას, თუმცა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარი ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები

 

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

ნახეთ, რა საქმეებზე იხდიდნენ სასჯელს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა.

ავტორი: Prime Time


X