19:24 | 2020-05-24 ავტორი: თამარ გონგაძე

„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს” – ნატო დუმბაძე

„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს” – ნატო დუმბაძე

მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეს ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საპყრობილე გირაოს (100 ათასი ლარი) სანაცვლოდ მან უკვე დატოვა.

 

მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილმა დანაშაული არ აღიარა იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს,-ამბობს ადვოკატი.

 

მუსიკალური პროდიუსერი, ნატო დუმბაძე „ფეისბუქზე” წერს, რომ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი აშანტაჟებს.

 

„ჟიზნ ნე სახარ“ - მამა ანთიმოზი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს
2020-05-24„ჟიზნ ნე სახარ“ - მამა ანთიმოზი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს

 

„არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია! საერთაშორისო დონის ჩოგბურთელია და ძალიან ფრთხილად უნდა მოვიხსენიოთ!

 

სულ ცოტა ხანში ნათელი მოეფინება ყველაფერს!

 

სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს მე პირადად ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს! ჩვენ საამაყო ნიკოლოზ ბასილაშვილს კი წარმატებები!” – წერს ნატო სოციალურ ქსელში.

 

სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი „ფეისბუქზე” წერს: ჩემი ბოლო ინფორმაციით, ნელი დოროყაშვილმა მოითხოვა კონტრაქტის პირობების შეცვლა და სამასი ათასი ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო.

 

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც სპორტულ კულუარებში ვრცელდება გახლავთ ის, რომ ტრენერებს სურთ, წარმატებული ჩოგბურთელი თამაშისას აგრესიული გახადონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და ეს მის თამაშებშიც ჩანს.

 

„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა
2020-05-24„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა" - რატომ უჩივლა ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დედამთილს სასამართლოში

 

ნატო დუბაძე „პრაიმტაიმთან” საუბრისას ბასილაშვილის ადვოკატის ფაქტორზე საუბრობს.

 

ნატო დუმბაძე: – ირმა ჭკადუა არის ჩემთვის იმის მაჩვენებელი, რომ ის საქმეს ხელს არ კიდებს, როცა კაცი ქალზე ძალადობს. მასაც ჰყავს ქალიშვილი. ის სულ ქალის პოზიციას იკავებს.

 

რახან ირმამ ეს საქმე აიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის შანტაჟი და არა ქალზე ძალადობა.

 

მე ვიცი, რომ ძალადობა არ ყოფილა. შორიდან ვიცნობ ნიკოლოზს, ვიცი, ვინ არის, ის ვერასოდეს იძალადებს.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +