23:48 | 2021-06-30 ავტორი: Prime Time

„სადაც მე ვიწექი იმ ზეწარს გაუჩნდა ცეცხლი, გამაღვიძეს კვამლში“ – რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს

„სადაც მე ვიწექი იმ ზეწარს გაუჩნდა ცეცხლი, გამაღვიძეს კვამლში“ – რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ბავშვობას იხსენებს.

 

მისივე თქმით, მას ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ჰქონია.

 

„ბავშვობა ძალიან რთული მქონდა. რთული იმიტომ, რომ სულ ავად ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სახლში ყველა კარადაში რაღაც წამალი იდო. ასე იყო დედაჩემიც. ჩვენ გავიზარდეთ ავადმყოფობაში. სულ რაღაცა გვჭირდა ხოლმე… ზამთარი იყო და საძინებელში გვედგა გამათბობელი. ხანძარი გაჩნდა, სადაც მე ვიწექი იმ ზეწარს გაუჩდა ცეცხლი. გამაღვიძეს კვამლში.

 

გიორგი ცოცხალი თუ ხარო… იქ დაწვას გადავრჩი. მაგის შემდეგ ცხოვრებაში კიდევ ბევრი გამოწვევა მქონდა,“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

გიორგი ღოღობერიძემ საკუთარი ბავშვობის შესახებ გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა. 

ავტორი: Prime Time


X