
ნიკოლოზ ბასილაშვილი და გერმანელი მოდელი შარლოტა ჰელენი გრძნობებს დიდი ხანია აღარ მალავენ.
ჰელენმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ინსტაგრამ სთორიში ყაზბეგში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მის რჩეულთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გუშინ გაუქმდა.
ორდერის გაუქმების მიუხედავად ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება კვლავ ეკრძალება.
ასევე ცნობისთვის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.
წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.