19:00 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

სად გაატარეს სპორტსმენებმა კარანტინი და როგორ ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას

სად გაატარეს სპორტსმენებმა კარანტინი და როგორ ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას

კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკასთან ერთან მნიშვნელოვანი პრობლემები ქართველ სპორტსმენებსაც შეუქმნა.

 

უკვე 3 თვეა რაც ყველა სპორტული ღონისძიება გაჩერებულია და შესაბამისად, ჩვენი წარმატებული სპორტსმენები ჩვეულ ფორმაშიც აღარ არიან.

 

ამასთან, შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ შეხებია სპორტულ დარბაზებს. ასევე უცნობია, როდის განახლდება ის ტურნირები, რომლებიც გაზაფხულზე უნდა გამართულიყო.

 

ამის მიუხედავად, სპორტსმენები სახლის პირობებში მაინც ვარჯიშობდნენ. ნაწილი საქართველოში, ნაწილიც კი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. ცდილობდნენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა როგორ ატარებდნენ ქართველი სპორტსმენები საყოველთაო კარანტინის პერიოდს და როგორ ცდილობენ სპორტული ფორმის აღდგენას.

 

სპორტიდან პოლიტიკაში გადაბარგებულები - რომელი სპორტსმენი დგას დღეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე
2020-06-09სპორტიდან პოლიტიკაში გადაბარგებულები - რომელი სპორტსმენი დგას დღეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე

 

აღსანიშნავია, რომ ამ სტატიის მომზადებისას რამდენიმე სპორტსმენს დავუკავშირდით, რომლებმაც კომენტარის გაკეთება სწორედ ვარჯიშის გამო ვერ მოახერხეს. მათ შორის იყვნენ, გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).

 

ლაშა ტალახაძე – კარანტინის პერიოდი რაიონში გავატარე და ვცდილობდი სახლის პირობებში მევარჯიშა. რა თქმა უნდა ისე არ გამოდის როგორც შეკრებებზე, მაგრამ ალბათ რაღაც პროცენტით მაინც შევინარჩუნე სპორტული ფორმა.

 

დღესდღეობით დავდივართ დარბაზში და ყველა წესის დაცვით ვვარჯიშობთ, მაგრამ ძალიან რთულია ამ პირობებში ვარჯიში. იმედი გვაქვს რომ მალე დაიწყება შეკრებები და ფორმიდან არ ამოვვარდებით. რა თქმა უნდა, ჩემი ახლანდელი ფორმით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ.

 

ლაშა ტალახაძე საქართველოს ...

 

მერაბ (ბუკა) შარიქაძე – კარანტინის პერიოდში ძირითადად სახლში ვიყავი და სახლში ვცდილობდი მევარჯიშა. რა თქმა უნდა ეს ეფექტური არ არის. როდესაც მდგომარეობა გაუმჯობესდა, გარეთ დავიწყეთ ბიჭებმა ვარჯიში.

 

ბოლო 10 დღეა რაც ეროვნული ნაკრების ვარჯიშები განახლდა მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება. ახლა აქტიურად ვვარჯიშობთ, თუმცა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.

 

ტრენაჟორები ეზოში გვაქვს გამოტანილი, კონტაქტური ვარჯიშები არ გვაქვს და ყველა ვარჯიში რაც არის, მხოლოდ დისტანციურად ხორციელდება. ბაზაზე მისვლისას სიცხეს გვიზომავენ და მთელი რიგი პროცედურებია, რომელსაც ვითვალისწინებთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უჩვეულოა, მაგრამ ნელნელა ვეჩვევით.

 

თამაშების განახლება პირდაპირ მიბმულია პანდემიის მიმდინარეობასთან. თუ გართულდა მდგომარეობა ისევ გადაიწევს, მაგრამ ახლა როგორც არის ცნობილი, სავარაუდოდ ტურნირები სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდება.

 

მერაბ შარიქაძე: „მაღალი დონის ...

 

ნინო ოძელაშვილი – ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა. რა თქმა უნდა ძალიან რთულია სახლის პირობებში ვარჯიშით ისეთი დატვირთვა მიიღო, როგორიც შეკრებაზე.

 

ამ დროს სამჯერადი ვარჯიში გვაქვს, თუმცა სახლში ყველა პირობა მაქვს რომ არ მოვდუნდე. ყველაფერს ვაკეთებ რომ ნებისმიერი წამი სასიკეთოდ გამოვიყენო. ახლა ბათუმში ვარ და ჩემს დაქალთან ერთად ვვარჯიშობ.

 

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა
2020-05-30საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

 

 

ისიც სპორტულად აქტიური ადამიანია და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ძალიან ბევრს ნიშნავს გვერდში როგორი ადამიანი გეყოლება. ჩემს ახლანდელ სპორტულ ფორმაზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რადგან ძლიერი სული მაქვს და ძალიან კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო.

 

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლანდელი ფორმით კმაყოფილი ვარ, რადგან შეკრებებზე განსხვავებული დატვირთვით ვვარჯიშობ. პატარა გოგო არ ვარ, 20 წელია ვჭიდაობ და რომელი კუნთი როგორ ტონუსში უნდა მქონდეს კარგად ვიცი.

 

შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ენის გარდა ტანიც ვავარჯიშო და ამასთან ერთად ყველაფერში მეტი პოზიტივიც მეხმარება, რა თქმა უნდა უფალთან ერთად.

 

Georgian athlete Nino Odzelashvili wins gold at World Sambo ...

 

ირმა ხეცურიანი – კარანტინის პერიოდს თავიდან მშვენივრად შევეგუე, რადგან უცხო გარემო ნამდვილად არ იყო. მიჩვეული ვარ სახლში ყოფნას და მენატრებოდა კიდეც. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ოღონდ კორონას მიზეზით არა.

სპორტდარბაზები იხსნება, თუმცა გასახდელის და საშხაპის გამოყენება არ შეგეძლებათ
2020-05-30სპორტდარბაზები იხსნება, თუმცა გასახდელის და საშხაპის გამოყენება არ შეგეძლებათ

 

 

ექიმიდან ექიმთან გადავდიოდი და ანალიზებს ანალიზებზე ვიკეთებდი. დღემდე ვმკურნალობ და ამის გამო ჯერჯერობით ვარჯიშისგანაც თავს ვიკავებ.

 

თუმცა, იყო საერთაშორისო ონლაინ შეკრება, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მწვრთნელები ყოველ შაბათ დღეს გვაძლევდნენ დავალებებს რა უნდა გვეკეთებინა და მასთან ერთად საათნახევარი-ორი საათი ვარჯიშობდით.

 

ვისაც ხმალი და რაპირა ჰქონდა სახლში, შეეძლოთ ის მოძრაობები გაემეორებინათ, რასაც მწვრთნელები გვთავაზობდნენ.

 

Forbes Georgia - ეტლი, რომელსაც ...

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X