fbpx
11:16 | 2020-08-21 ავტორი: ნინი ტაველიძე

სად ფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში – ნახეთ დღევანდელი ინფიცირებულთა წყაროები

სად ფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში – ნახეთ დღევანდელი ინფიცირებულთა წყაროები

დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ორ შემთხვევაში ეპიდკვლევა მიმდინარეობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

 

„დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 4-ის წყარო არის ლენჯერი. 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან. 3 შემთხვევა არის იმპორტირებული. 2 შემთხვევაზე, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით, ხდება ეპიდკვლევა.

 

კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.

 

კვლავ გვრჩება 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. მძიმე პაციენტების რაოდენობა გახლავთ – 23. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.

 

განკურნებულთა რაოდენობა 20 გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X