fbpx
23:15 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

სად დაფიქსირდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი და დაბალი აქტივობა

სად დაფიქსირდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი და დაბალი აქტივობა

ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისში.

 

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 219 211 ადამიანი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 21.9%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა. ცესკოს ინფორმაციით, უბნებზე ამომრჩეველთა 33.7% მივიდა (51 785 მოქალაქე).

 

რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით: ყველაზე მაღალი აქტივობა ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს ოლქში დაფიქსირდა. იქ ამომრჩეველთა 39.29%(37 987 მოქალაქე) მივიდა უბნებზე.

 

ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში: აქ სულ 20.04%-მა მისცა ხმა (27 046 მოქალაქე).

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X