
სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მაშტაბით, დღეისათვის, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა მომსახურებებიც მიეწოდება:
1) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
2) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
3) სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).
კრიზისული ცენტრი ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, სამართლებრივი დახმარებით, თარჯიმნის მომსახურებითა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებებითაც უზრუნველყოფს პროცესში ჩართულ პირებთან ერთად, ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს.
ისინი, ასევე, უზრუნველყოფენ დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით), ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით), სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე), თარჯიმნის მომსახურებითა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებებით.
ქალაქებში კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართები:
- ქ. თბილისი (24 საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია – სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;
- ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;
- ქ. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;
- ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;
- ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.
შეგახსენებთ, რომ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩასანიშნად, პანდემიის დროს) დარეკოთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე – 116 006.
კონსულტაცია რვა ენაზეა შესაძლებელი, კონფიდენციალურობა დაცულია და ზარი უფასოა!
ავტორი: ამუკა ქორიძე