22:24 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

სად და რატომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი ცნობილ ქართველ ექიმს

სად და რატომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი ცნობილ ქართველ ექიმს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, ნანა გეგეჭკორს პირადად შეხვდა. ამსახველ ფოტოს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იცით რა ქნა ნაცემმა და დასისხლიანებულმა ლექსომ?..“ - ჟურნალისტი, რომელსაც ლექსო ლაშქარავა გადაეფარა, იხსენებს ეპიზოდს, რომლის შესახებაც აქამდე არ უსაუბრია
2021-07-12„იცით რა ქნა ნაცემმა და დასისხლიანებულმა ლექსომ?..“ - ჟურნალისტი, რომელსაც ლექსო ლაშქარავა გადაეფარა, იხსენებს ეპიზოდს, რომლის შესახებაც აქამდე არ უსაუბრია

 

„გუშინ ამერიკაში შევხვდი ნანა გეგეჭკორს და მთელი გულით, დიდი მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ, რამდენიმე ათას ადამიანს დაეხმარა კოვიდთან გამკლავებაში.

 

დღე და ღამე იჯდა ყურმილთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ორჯერ გადაიტანა ეს დაავადება, მათ შორის მძიმე ფორმით და აძლევდა ხალხს იმედს, სწორ რჩევებს – თვითონ ამერიკაში ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარა თავის კლინიკაში.

 

ეს არის უმაღლესი კლასის, ქართველი, ინტელექტუალი ქალბატონი – ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა და დანახვა იმისა, თუ რა ნიჭიერი ქართველები არსებობენ მსოფლიოში.

 

დარწმუნებული ვარ, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი მომავალი საქართველოსთვის.

 

რა თქმა უნდა, გუშინ ვისხედით და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები.

 

ის არის ძალიან აღელვებული და შეშფოთებული ისევე, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ქართველი.

 

ნანა გეგეჭკორი არის ნამდვილი გამონათება ჩემთვის პირადად და დიდი აღმოჩენა, ჩვენ ისევ უნდა შევაგროვოთ მთელს მსოფლიოში საუკეთესო ქართველები და მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში.

 

იმიტომ, რომ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, იგივე ნიუ იორკში – სამშობლო, მაინც ერთია და მას დახმარება სჭირდება.

 

მსოფლიოში მცხოვრები ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს ახლა, საქართველოს გადასარჩენად – ნანა მზად არის. თქვენ?“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი: Prime Time


X