11:51 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

სად არის და რას საქმიანობს გულნაზი გოლეთიანი, რომელიც 10 წლის წლის წინ „ნიჭიერის“ ვარსკვლავი გახდა

სად არის და რას საქმიანობს გულნაზი გოლეთიანი, რომელიც 10 წლის წლის წინ „ნიჭიერის“ ვარსკვლავი გახდა

„ჰერიო ბიჭებო, ჰერიო“ – ეს სიმღერა 10 წლის წინ გულნაზ გოლეთიანისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მისი წყალობით, ცაგერელი საქართველოს პირველი „ნიჭიერი“ გახდა, ანუ მასშტაბური ტელეპროექტ „ნიჭიერის“ პირველი გამარჯვებული და მისი ცხოვრებაც შეიცვალა… იქამდე უცნობი ქალი საყოველთაო ფავორიტად იქცა.

 

წლების შემდეგ, ეს პოპულარობა გაფერმკრთალდა, მაგრამ სამი შვილის დედა არ აპირებს, ოდესმე სიმღერა შეწყვიტოს. გულნაზი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, ახლა როგორია მისი ცხოვრება და იხსენებს იმ პერიოდს, როცა „ნიჭიერის“ ეპიცენტრში იყო.

 

„ცაგერში ვცხოვრობ და მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ვმუშაობ. ჩვენთან ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზეა. ბევრ დიდ ქალაქს შეშურდება ცაგერში, ცაგერში ასეთი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ. ასევე, სკოლაში ვმუშაობ, რაიონიდან 22 კილომეტრის მოშორებით. მუსიკას ვასწავლი ოყურეშის საჯარო სკოლაში. ოჯახის დანარჩენი წევრები თბილისში ცხოვრობენ, მე კი ვერ ვთმობ ცაგერს, ფესვები მაინც თავისას შვება. ძალიან ბევრ კონცერტში ვმონაწილეობ, მათი უმრავლესობა საქველმოქმედოა. ახლა კი კლიპი გადავიღე. ამერიკაში მცხოვრებმა სვანმა დამაფინანსა“,- განაცხადა გოლეთიანმა.

 

წყარო: ჟურნალი „სარკე“

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X