11:24 | 2020-04-05 ავტორი: ლიზი მეტრეველი

საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ექიმია, კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ექიმია, კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი აქვს.

 

ეს არის მორიგი მედიკოსის დაინფიცირების შემთხვევა. საჩხერის მერი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

 

ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს – განაცხადა მერმა.

 

ბენიამენ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. მერს, კონტაქტი ქონდა მოქალაქებთან, თუმცა მისი თქმით, რეკომენდაციებს იცავდა.

 

ბენიამენ ფალავანდიშვილს კორონავირუსზე ტესტს სავარაუდოდ დღეს აუღებენ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან
2020-04-04„წინა ხაზზე ვარ, უჩვეულო არ ყოფილა“- ინტერვიუ სასწრაფოს დაინფიცირებულ ექიმთან
 
სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა!.. - მას ვირუსი ქმრისგან გადაედო
2020-04-03სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა!.. - მას ვირუსი ქმრისგან გადაედო
აჭარაში ექთანი დაინფიცირდა!
2020-03-30აჭარაში ექთანი დაინფიცირდა!

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X