fbpx
15:55 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

საბურთალოს რაიონში, ინფრასტუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, დასასვენებელი სივრცე ალექსიძის ქუჩა N 1-ის ეზოში განახლდა.პროექტის შედეგად, საბავშვო მოედანზე ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი და საპარკე სკამები განთავსდა.

 

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, დაიგო რულონური ბალახი და ხის ღობით შემოიფარგლა.
განახლებული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „ ტაომ“ შეასრულა და მისი ღირებულება 95 912 ლარია.საბურთალოს რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

საბურთალოს რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

 

 

R

ავტორი: Prime Time


X