fbpx
13:32 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩის  მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა. პროექტის შედეგად, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ინფორმაციას ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს.

 

Image may contain: one or more people, shoes, tree and outdoor

 

ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

Image may contain: one or more people, shoes and outdoor

 

„მიმდინარე წელს, პრიორიტეტული იყო საბურთალოს რაიონში არსებული ყველა დიდი სკვერის მოწესრიგება და უკვე არაერთი სკვერი რეაბილიტირდა. მათ შორის, არის ალექსიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცე, სადაც მჭიდრო დასახლებაა და ასეთი სივრცეების ნაკლებობაა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სკვერი გამოვიდა და უკვე კეთილმოწყობილი სკვერით მთელი უბანი ისარგებლებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

 

Image may contain: tree and outdoor

 

სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 399 596 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანია „გრინსერვისი+“ შეასრულა.

 

Image may contain: one or more people, basketball court, tree, shoes, sky and outdoor

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X